სამაგისტრო პროგრამებზე ცხადდება რეგისტრაციის მეორე ეტაპი
საბუთების მიღება იწარმოებს, როგორც ფიზიკურად ასევე ელექტრონულად: 16-19 სექტემბერი.ცხადდება რეგისტრაციის მეორე ეტაპი სამაგისტრო პროგრამებზე.
საბუთების მიღება იწარმოებს, როგორც ფიზიკურად ასევე ელექტრონულად: 16-19 სექტემბერი 10:30 საათიდან 17:00 საათამდე;
ელექტრონული რეგისტრაციის შემთხვევაში საბუთები გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: registration24@sangu.edu.ge
გამოცდა სპეციალობაში 24 სექტემბერი 11:00 სთ.
გამოცდა უცხო ენაში 24 სექტემბერი 14:00 სთ.
მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე (ქვემოთ შემოთავაზებული ფორმით)
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა (ნოტარიულად დამოწმებული) და დანართის ასლი, (2024 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
- პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა ვაჟებმა)
- ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე
- სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (ქვემოთ შემოთავაზებული ფორმით)
- ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების თაობაზე (ამობეჭდილი www.naec.ge-ის გვერდიდან)
- უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
- სამოტივაციო წერილი (თავისუფალი ფორმით) მხოლოდ სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
- კონკურსანტის CV (მხოლოდ ქვემოთ შემოთავაზებული ფორმით) მხოლოდ ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
მიმაგრებული დოკუმენტები:
- განცხადება რექტორის სახელზე (ამობეჭდეთ და წარმოადგინეთ ხელმოწერილი სახით)
- განცხადება რექტორის სახელზე კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის აპლიკანტებისთვის (ამობეჭდეთ და წარმოადგინეთ ხელმოწერილი სახით)
- განცხადება რექტორის სახელზე კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის აპლიკანტებისთვის (ამობეჭდეთ და წარმოადგინეთ ხელმოწერილი სახით)
- სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა-კითხვარი (სავალდებულოა შეავსოთ ონლაინ)
- კონკურსანტის CV (ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების პროგრამის აპლიკანტებისთვის)
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
