სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა მორგი შეხვედრა გამართა
15 ოქტომბერი 2024
სამსახურის უფროსმა თამარ ლორთქიფანიძემ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შესთავაზა ინფორმაცია Jean Monnet Actions შესახებ
15 ოქტომბერს SANGU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრებისა და სემინარების ციკლის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა.
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა თამარ ლორთქიფანიძემ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შესთავაზა ინფორმაცია Jean Monnet Actions შესახებ. შეხვედრაზე მან დეტალურად განიხილა პროგრამის კონკურსის წესები და პირობები, რომლის მიზანი ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, პოპულარიზაცია და ევროპისმცოდნეობის დარგის განვითარებაა.
შეხვედრის დასასრულს მან დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...