სპექტაკლი “მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა და მოწამენი მისნი”
15 ოქტომბერი 2024
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრი “იცანის” ორგანიზებით, 17 ოქტომბერს, 13:00 საათზე წარმოგიდგენთ სპექტაკლს “მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა და მოწამენი მისნი”.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრი “იცანის” ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, 17 ოქტომბერს, 13:00 საათზე წარმოგიდგენთ სპექტაკლს “მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა და მოწამენი მისნი”.
ღონისძიება ეძღვნება საქართველოს კათალიკოს პატრიარქის საიუბილეო თარიღს. წარმოდგენის რეჟისორია გოგა თავაძე და მასში მონაწილეობენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკა კვანტალიანი, გოგა თავაძე, ვამეხ ჯანგიძე და ზურაბ არუსია.
სპექტაკლის შემდეგ გაიმართება მუსიკალური წარმოდგენა ჯგუფი “იცანის” და მევიოლინე გვანცა ჩხეიძის შესრულებით.
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...