სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფა და კულტურა“
17 მარტი 2025
14 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფა და კულტურა
14 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფა და კულტურა“.
ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური საგრანტო პროექტის „ხადას ხეობა – უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა“ (№ FR-22-18207) ფარგლებში განხორციელდა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მთიანეთის კულტურული მემკვიდრეობის კვლევების შედეგები, რაც მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესწავლაში.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...