აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ინსტრუმენტები
27 მარტს, 13:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში „ასოციაცია მეცნიერებისათვის“ დამფუძნებელი თამარ ხახუტაშვილი გამართავს შეხვედრას „აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ინსტრუმენტების“ შესახებ
2025 წლის 27 მარტს, 13:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მეორე კორპუსის N201 აუდიტორიაში, გაიმართება შეხვედრა თემაზე „აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ინსტრუმენტები“, რომელსაც გაუძღვება „ასოციაცია მეცნიერებისათვის“ დამფუძნებელი თამარ ხახუტაშვილი.
შეხვედრაზე განხილული იქნება პლაგიატის ამოცნობის სისტემა StrikePlagiarism, მისი მუშაობის პრინციპები და „ასოციაცია მეცნიერებისათვის“ მიერ შემოთავაზებული მხარდამჭერი სერვისები.
შეხვედრა სავალდებულოა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისთვის.
გელოდებით!
მსგავსი სიახლეები
გამოქვეყნდა Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო
Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე.
19 ნოემბერი 2026
ცხადდება ვაკანსია საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი.
18 ნოემბერი 2026
„მე ექსპერიმენტატორი“ - რეგისტრაცია VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...
17 ნოემბერი 2026
