დოკუმენტური ფილმის ჩვენება
10 აპრილს, 14:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პირველი არხის დოკუმენტური ფილმის – „ხევისბერები - ცისა და მიწის შუამავლები“ ჩვენება
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2025 წლის 23 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგება აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.
მოხსენების თემაა „ივანე ჯავახიშვილის წინაპრები“.
მოხსენებაში მოთხრობილია დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილის (1876–1940) წინაპრებისა და ნათესავების შესახებ — მისი მამის ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილის (1844–1912) და დედის — სოფიო ათანასეს ასული ვახვახიშვილის (1855–1928) მხრიდან.
მოხსენება დაყოფილია ოთხ ნაწილად:
- ქართლის თავად ჯავახიშვილთა საგვარეულოს ისტორია;
- კახეთის თავად ვახვახიშვილთა საგვარეულოს ისტორია;
- თავად ჯავახიშვილთა საგვარეულო გერბები;
- ივანე ჯავახიშვილის უშუალო წინაპრები მამის მხრიდან.
დასწრება თავისუფალია.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
