შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან
2025 წლის 7 აპრილს, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, SANGU-მ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
2025 წლის 7 აპრილს, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, SANGU-მ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა ჩაატარეს სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა ბურჭულაძემ და კარიერის კონსულტანტებმა თამარ გედენიძემ და თინათინ ნოზაძემ.
სტუდენტებმა სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან მიიღეს დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების მოძიების შესაძლებლობებზე, დამსაქმებლებთან ურთიერთობის მეთოდებზე, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებზე, ასევე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გზებზე.
სეთი სახის შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს უკეთ გააცნობიერონ კარიერული განვითარების პერსპექტივები და მიზნობრივად დაგეგმონ საკუთარი პროფესიული მომავალი.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
