ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2025 წლის 23 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიების გახსნა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგება აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.
მოხსენების თემაა „ივანე ჯავახიშვილის წინაპრები“.
მოხსენებაში მოთხრობილია დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილის (1876–1940) წინაპრებისა და ნათესავების შესახებ – მისი მამის ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილისა (1844–1912) და დედის – სოფიო ათანასეს ასული ვახვახიშვილის (1855–1928) მხრიდან.
მოხსენება დაყოფილია ოთხ ნაწილად:
- ქართლის თავად ჯავახიშვილთა საგვარეულოს ისტორია;
- კახეთის თავად ვახვახიშვილთა საგვარეულოს ისტორია;
- თავად ჯავახიშვილთა საგვარეულო გერბები;
- ივანე ჯავახიშვილის უშუალო წინაპრები მამის მხრიდან.
დასწრება თავისუფალია.
მსგავსი სიახლეები
გამოქვეყნდა Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო
Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ცხადდება ვაკანსია საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი.
