ღია კარის დღე სანგუში
წინასწარ დარეგისტრირდი სანგუს პერსონალურ ღია კარის დღეზე. შენთვის სასურველ დროს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში დაგხვდება პირადი მენტორი და გაგიწევს კონსულტაციას უნივერსიტეტისა და პროგრამების შესახებ.პერსონალური ღია კარის დღე სანგუში

აბიტურიენტი ხარ და უნივერსიტეტის შერჩევის პროცესში ხარ? წინასწარ დარეგისტრირდი სანგუს პერსონალურ ღია კარის დღეზე. შენთვის სასურველ დროს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში დაგხვდება პირადი მენტორი და გაგიწევს კონსულტაციას უნივერსიტეტისა და პროგრამების შესახებ.
პერსონალური ღია კარის დღეების ფარგლებში შესაძლებლობა გექნება მიიღო დეტალური ინფორმაცია შენთვის საინტერესო სასწავლო პროგრამებზე, ფიზიკურ ან ვირტუალურ ფორმატში დაათვალიერო უნივერსიტეტის აუდიტორიები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მიიღო ამომწურავი პასუხები ყველა კითხვაზე და გყავდეს მუდმივი მენტორი სანგუში, რომელიც ნებისმიერ დროს მოგაწვდის ინფორმაციას სიახლეების შესახებ.
რეგისტრაციის ბმული: https://cutt.ly/xegxwoSJ
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
