ახალგაზრდა მეცნიერთა VIII ინტერდისციპლინური კონფერენცია
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა დარგის ახალგაზრდა მკვლევრებს შორის ცოდნის გაზიარებას, ინოვაციური იდეების გენერირებას და მულტიდისციპლინურ თანამშრომლობას.VIII ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო იწვევს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მეცნიერებს მონაწილეობისთვის VIII ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85-ე წლისთავს.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა დარგის ახალგაზრდა მკვლევრებს შორის ცოდნის გაზიარებას, ინოვაციური იდეების გენერირებას და მულტიდისციპლინურ თანამშრომლობას.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
უცხოელ ან უცხოეთში მყოფ ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://youngscientists.ge/conferences/
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
