ცხადდება მიღება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსზე
კურსი განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს წარმატებით ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა და სწავლა გააგრძელოს სანგუს სამაგისტრო პროგრამებზე.ცხადდება მიღება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსზე
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსზე.
კურსი განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს წარმატებით ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა და სწავლა გააგრძელოს სანგუს სამაგისტრო პროგრამებზე.
სასწავლო მოდულები მოიცავს:
- წაკითხულის გააზრება და ანალიტიკური წერა - ორშაბათი, ხუთშაბათი, 19:00-21:00
- ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობა - ოთხშაბათი, პარასკევი, 19:00-21:00
კურსზე დასწრება უფასოა იმ დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც გეგმავენ ჩაბარებას და სწავლის გაგრძელებას სანგუს ერთ-ერთ სამაგისტრო პროგრამაზე.
კურსზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/8xMG631ECoCa1iX29
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 აპრილი.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
