ვორქშოპი სტუდენტებისთვის
5 ივნისს გაიმართება ვორქშოპი სტუდენტებისთვის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური სტანდარტებისა და პლაგიატის თავიდან აცილების საკითხებზე.ვორქშოპი სტუდენტებისთვის - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის კეთილსინდისიერი გამოყენება და პლაგიატის პრევენცია
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ვორქშოპი სტუდენტებისთვის თემაზე: „გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) და ავტომატიზებული ინსტრუმენტების კეთილსინდისიერი გამოყენება, პლაგიატის ამოცნობა და მისი თავიდან არიდების გზები“.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების ეთიკურ და აკადემიურ სტანდარტებს, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, პლაგიატის სხვადასხვა ფორმას და მის პრევენციასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებს.
შეხვედრა სტუდენტებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების პასუხისმგებლიანი გამოყენების მნიშვნელობა აკადემიურ საქმიანობასა და კვლევით პროცესში.
თარიღი: 2026 წლის 5 ივნისი, პარასკევი
დრო: 14:00
ადგილი: მეორე კორპუსი, აუდიტორია 208
ვორქშოპზე დასწრება თავისუფალია.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
