სემინარი: საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ეფექტიანი გამოყენება
16 ივნისს გაიმართება სემინარი, რომელიც მიეძღვნება საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის ძიების მეთოდებსა და სამეცნიერო კვლევებში ინფორმაციის ეფექტიან გამოყენებას.სემინარი: საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ეფექტიანი გამოყენება
2026 წლის 16 ივნისს, 15:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის დარბაზში გაიმართება სემინარი, რომელიც მიეძღვნება საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის ძიების მეთოდებსა და სამეცნიერო კვლევებში ინფორმაციის ეფექტიან გამოყენებას.
სემინარის ფარგლებში განხილული იქნება ბიბლიომეტრიული მეთოდების გამოყენების საკითხები და საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში - Web of Science (WoS), Scopus და Google Scholar - მუშაობის შესაძლებლობები.
სემინარის თემები
- საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ბიბლიომეტრიული მაჩვენებლების მოძიების შესაძლებლობები;
- მკვლევარის სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდექსების ძიების მექანიზმები;
- მკვლევარის პროფილის შექმნის აუცილებლობა და პირობები;
- საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში მკვლევარის პროფილის მართვის საკითხები.
სემინარს გაუძღვება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფიქრია წოწკოლაური.
თარიღი: 16 ივნისი, 2026
დრო: 15:00
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
