აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიაში.აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
2026 წლის 19 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ენების ცენტრის ინიციატივით გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიაში, რომლის დროსაც განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის როლს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში.
ღონისძიების მიზანია სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება, ასევე აქტუალური საკითხების აკადემიური დისკუსიის ფორმატში განხილვის ხელშეწყობა.
აღნიშნული ფორმატი სანგუში პირველად ტარდება და საფუძველს ჩაუყრის სტუდენტური აკადემიური დისკუსიებისა და საჯარო გამოსვლების ახალ სერიას, რომელიც მომავალში ყოველ სემესტრში გაიმართება.
ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
თარიღი: 19 ივნისი, 2026
დრო: 12:00
ადგილი: წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
