საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას
ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის ფარგლებში (კონკურსი №001/2026).GCUB-MOB საერთაშორისო სტიპენდიური პროგრამა ბრაზილიაში სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების მსურველთათვის
ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის ფარგლებში (კონკურსი №001/2026).
პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს 880-ზე მეტ სრულ სტიპენდიას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, მათ შორის 539 სამაგისტრო და 350 სადოქტორო სტიპენდიას. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ ბრაზილიის 62 უნივერსიტეტში.
სტიპენდიები გაიცემა პროგრამის სრული სტანდარტული ხანგრძლივობის განმავლობაში და მოცულობით შეესაბამება ბრაზილიელი სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ დაფინანსებას. პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის წარდგენა უფასოა.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არაბრაზილიელ მოქალაქეებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ.
პროგრამის მეხუთე გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შემდეგ მიმართულებებს:
- მონაწილეთა გეოგრაფიული მრავალფეროვნება;
- დაბალი ადამიანური განვითარების ინდექსის (HDI) მქონე ქვეყნების წარმომადგენელი კანდიდატები;
- აკადემიური და პედაგოგიური პერსონალი;
- ქალი კანდიდატები;
- სასწავლო პროგრამები, რომლებიც ხორციელდება ბრაზილიის ტრადიციული ურბანული ცენტრების ფარგლებს გარეთ.
განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 25 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით
განაცხადის წარდგენა: https://mob.gcub.org.br/
დამატებითი ინფორმაციისთვის: gcub.mob@gcub.org.br
დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ვურჩევთ გაეცნონ პროგრამის პირობებს და ისარგებლონ საერთაშორისო აკადემიური განვითარების ამ შესაძლებლობით.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
