ცხადდება მობილობა
მობილობის მსურველთა რეგისტრაცია მობილობის ონლაინ პორტალზე იწარმოებს 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე.მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები
მობილობის მსურველთა რეგისტრაცია მობილობის ონლაინ პორტალზე იწარმოებს 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ისტორია - 10 ადგილი
- ქართული ფილოლოგია - 15 ადგილი
- სამართალი - 15 ადგილი
- საერთაშორისო ურთიერთობები - 6 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ქართული ფილოლოგია - 5 ადგილი
- საქართველოს ისტორია - 5 ადგილი
- სამართალი - 5 ადგილი
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
- საქართველოს ისტორია - 4 ადგილი
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება - 11 ადგილი
- ფსიქოლოგია - 11 ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება - 11 ადგილი
- ინფორმაციული ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება - 12 ადგილი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 5 ადგილი
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 5 ადგილი
- კომპიუტერული მეცნიერება - 5 ადგილი
მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია, საბუთების მიღება - 2026 წლის 10-16 სექტემბერი.
- აღიარების კომისიების მუშაობა, დასკვნების მომზადება, სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის ან უარის წერილობითი დადასტურება - 2026 წლის 10-17 სექტემბერი.
- დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2026 წლის 18 სექტემბერი.
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და მართვის სისტემაში წარდგენა - არაუგვიანეს 2026 წლის 21 სექტემბრისა.
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
- განცხადება (ჩამოტვირთეთ განცხადება)
- სტუდენტის ანკეტა (ივსება ელექტრონულად)
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული; მაგისტრანტებისათვის - ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული
- ფოტოსურათი დისკზე (3×4)
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების, არსებობის შემთხვევაში, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში.
მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „კარიბჭეში“ გაწევრიანების მსურველ სტუდენტებთან
13 ოქტომბერს, 13:45 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა SANGU-ს ქორეოგრაფიული ანსამბლის „კარიბჭე“ წევრობის მსურველ სტუდენტ...
12 ოქტომბერი 2026
საჯარო ლექცია: „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი"
9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში Universitas Mercatorum-ის ლექტორი მარია მენშიკოვა გამართავს საჯარო ლექციას თემაზე:...
07 ოქტომბერი 2026
შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან
13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგე...
07 ოქტომბერი 2026
