გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სანგუს ეწვია

06 ოქტომბერი 2026

5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, ირაკლი ბრაჭულს, დაათვალიერა უნივერსიტეტი და გაესაუბრა პროფესორებს.

ელჩი ასევე გაეცნო Universitas Mercatorum-ის (იტალია) პროფესორს, რომელიც SANGU-ში Erasmus Mobility-ის ფარგლებში იმყოფება. მისი ვიზიტი მოიცავს შეხვედრებსა და ვორქშოფებს ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტრანსფორმაციის, ჰიბრიდული სწავლების, უნივერსიტეტის ადმინისტრირების, სწავლებისა და კვლევის თანამედროვე მიდგომების შესახებ.

ელჩმა შეხვედრა გამართა SANGU-ს იმ სტუდენტებთანაც, რომლებიც Erasmus+-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ და ევროპაში სასწავლო მობილობით იმყოფებოდნენ. მან სტუდენტები ახლად ჩამოყალიბებულ ალუმნი ქსელში მიიწვია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის დელეგაცია სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც, რომელზეც მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს დიპლომები ევროკავშირის ელჩმა გადასცა.

ელჩმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ SANGU აჩვენებს, რომ შესაძლებელია ტრადიციული ღირებულებების, თანამედროვე განათლებისა და საერთაშორისო კავშირების წარმატებით შეთავსება.

ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობასა და Erasmus+-ის ფარგლებში აკადემიური და სტუდენტური მობილობის მნიშვნელობას.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში

მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში

22 ოქტომბერს “SANGU STUDENTS LIFE”-ის ფარგლებში, სტუდენტური თვითმმართველობისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა.
ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნთან“ შეხვედრა და მემორანდუმის გაფორმება გაიმართა.
საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა

21 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა