საჯარო ლექცია: „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი"
9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, Universitas Mercatorum-ის ლექტორი მარია მენშიკოვა გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი: გავლენა ორგანიზაციებზე, უმაღლეს განათლებასა და მომავლის უნარებზე“.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ტენდენციები, მათი გავლენა ორგანიზაციებსა და უმაღლეს განათლებაზე, ასევე მომავლისთვის საჭირო უნარები.
ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში და მომხსენებელს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან.
თარიღი და დრო: 9 ოქტომბერი, 12:00 საათი
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
სასაუბრო ენა: ინგლისური
ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის
19 ნოემბერს, 17:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი „სამაგისტრო ნაშრომი: კვლევის დაგეგმვიდან საჯარო დაცვამდე...
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
