საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა
21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში SANGU-ს საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლები ეწვევიან.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ორგანიზაციის საქმიანობას, ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებსა და არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს.
საქართველოს სტუდენტური პარლამენტი 2016 წლიდან საქმიანობს ახალგაზრდების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. ორგანიზაციის ინიციატივები მოიცავს ლექციებს, ლიდერთა სკოლებს, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს, საჯარო შეხვედრებს, სახელმწიფო სტრუქტურების მოდელირებასა და სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტს.
შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობის, სტუდენტური პროექტებისა და სამომავლო აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ.
თარიღი: 21 ოქტომბერი
დრო: 15:00 საათი
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები პერსონალისათვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
