მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
22 ოქტომბერს “SANGU STUDENTS LIFE”-ის ფარგლებში, სტუდენტური თვითმმართველობისა და სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების სამსახურის ორგანიზებით, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა.
ტურნირმა სტუდენტები სპორტულ და მეგობრულ გარემოში გააერთიანა. მონაწილეებმა ერთმანეთს ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში გაუწიეს კონკურენცია.
ღონისძიება სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სტუდენტებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას ემსახურებოდა.
ბიჭებს შორის გამარჯვებულები:
I ადგილი - ანდრია ყულჯანიშვილი
II ადგილი - ნიკა მიქუჭაძე
III ადგილი - ილია დონაძე
III ადგილი - მათე საქუაშვილი
გოგონებს შორის გამარჯვებულები:
I ადგილი - ქეთი ჯალაღონია
II ადგილი - თამარ ზღუდაძე
III ადგილი - ეკა შულაია
III ადგილი - ნატალი ქშუტაშვილი
გუნდური შეჯიბრის გამარჯვებულები:
I ადგილი - მათე გრიგალაშვილი და ილია დონაძე
II ადგილი - ანდრია ყულჯანიშვილი და საბა ცუცქირიძე
III ადგილი - ნიკა გონაშვილი და ივანე ჩავლეიშვილი
III ადგილი - გიორგი ლიპარტელიანი და ლუკა კახაძე
ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.
მსგავსი სიახლეები
პროფესორი ირაკლი ბრაჭული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...
შეხვედრა პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების შესახებ
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
