სტუდენტებმა უნგრეთში Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში მიიღეს მონაწილეობა
2026 წლის 12-18 აგვისტოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნგრეთში Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში „Colors of the Wind“ მიიღეს მონაწილეობა.
პროექტი უნგრული ორგანიზაციის MOSTart NKKE-ის ორგანიზებით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მასში ექვსი ქვეყნის 36 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
„Colors of the Wind“ მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში შემოქმედებითი აზროვნების, ვიზუალური თვითგამოხატვის, კომუნიკაციისა და კულტურათაშორისი თანამშრომლობის უნარების განვითარებას.
შვიდდღიანი პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთნენ მრავალფეროვან ინტერაქტიულ ვორქშოფებსა და შემოქმედებით აქტივობებში. პროცესში მათ უკეთ გაიცნეს ვიზუალური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა, გაუზიარეს ერთმანეთს იდეები და გამოცდილება.
პროექტში ექვსი სტუდენტი მონაწილეობდა:
ლია ტოკლიქიშვილი
ლუკა კიპაროიძე
მედეა გოგილაშვილი
მარიამ კვარაცხელია
მარიამ ონიანი
ნინო ხაჭაპურიძე
Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში მონაწილეობამ სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების, ახალი კავშირების დამყარებისა და პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების გაღრმავების შესაძლებლობა მისცა.
მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა სადოქტორო სწავლებისა და დისერტაციის მომზადების შესახებ
25 ნოემბერს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე დოქტორანტები სადოქტორო სწავლების ძირითად ეტაპებს, აკადემიურ ვალდებულებებსა და დისერტაციის მომზადების მოთხოვნებს გაე...
შეხვედრა მაგისტრანტებთან სამაგისტრო ნაშრომის მომზადების საკითხებზე
მაგისტრანტებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სამაგისტრო კვლევის დაგეგმვის, ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მოთხოვნები და პრაქტიკული რეკომენდაციები განიხილ...
