გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის

09 ნოემბერი 2026

ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის. მობილობა დაფინანსებულია Erasmus+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს ქართული ფილოლოგიის მიმართულებებიდან.

მობილობა გულისხმობს მასპინძელ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის გატარებას და პროგრამის ხელმძღვანელთან, დეკანატთან და ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურთან შეთანხმებით, შერჩეული საგნების გავლას. შეთავაზებული კურსების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: კურსების ჩამონათვალი

დარეგისტრირდი აქ

მონაწილეობის პირობა:

  • სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს საბაკალავრო საფეხურის პირველი წელი;

  • სტუდენტისთვის 2027-2028 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი არ უნდა წარმოადგენდეს პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს;

  • კონკურსში რეგისტრაციამდე კურსების ჩამონათვალი უნდა შეათანხმოთ პროგრამის ხელმძღვანელთან, დეკანატთან და ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურთან.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 22 ნოემბერი.

მოთხოვნილი საბუთები:

  • პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის ასლი (pdf ვერსია);

  • CV ინგლისურ ენაზე (pdf ვერსია); სასურველია ევროპული ფორმატი;

  • ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ;

  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა (პირველსემესტრელი მაგისტრების შემთხვევაში წარმოსადგენია წინა საფეხურის აკადემიური მოსწრების ცნობა);

  • სამოტივაციო წერილი არაუმეტეს ერთი გვერდისა ინგლისურ ენაზე (pdf ვერსია);

  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკაცი/უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ გაცემული B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე (pdf ვერსია);

  • სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალისგან;

  • სსსმ/შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში (pdf ვერსია);

  • წერილობითი დასტური საგნების შესაბამისობის შესახებ;

  • სტუდენტის ინფორმირებული თანხმობა.

შერჩევის პროცედურა:

  • საბუთების გადარჩევა და შეფასება კომისიის მიერ;

  • გასაუბრება კომისიის წინაშე;

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • აკადემიური მოსწრება/GPA;

  • მოტივაცია;

  • ინგლისური ენის ფლობა;

  • პრეზენტაცია.

შერჩეული კანდიდატები იქნებიან ნომინირებული მასპინძელ უნივერსიტეტში და შემდგომი პროცედურების წარმართვა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მხრიდან.

დამატებითი ინფორმაციისა და კითხვებისათვის გამოიყენეთ შემდეგი ელ. ფოსტა: iro@sangu.edu.ge

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

გამოქვეყნდა Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო

გამოქვეყნდა Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო

Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ცხადდება ვაკანსია საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე

ცხადდება ვაკანსია საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი.
„მე ექსპერიმენტატორი“ - რეგისტრაცია VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის

„მე ექსპერიმენტატორი“ - რეგისტრაცია VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის

სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა