პროფესორი ირაკლი ბრაჭული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც თსუ-ის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა იუნესკოს პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა.
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს შალვა ხიდაშელის დაბადებიდან 115 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში, მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თსუ-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ბრაჭული.
თსუ-ის ოქროს მედალი ასევე გადაეცა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ნაპო კვარაცხელიას.
კონფერენციის გახსნაზე თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა შალვა ხიდაშელის სამეცნიერო მემკვიდრეობასა და ქართული ფილოსოფიური სკოლის განვითარებაში მის განსაკუთრებულ როლზე.
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავდა ფილოსოფიის, თეოლოგიის, რუსთველოლოგიის, მედიევისტიკის, ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიის, რელიგიის, ხელოვნების, ისტორიისა და ფილოლოგიის მიმართულებებს.
ფოტოები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდი.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების შესახებ
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...
