წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
17 ნოემბერი 2026
საქართველოს უნივერსიადა 2026-ის ფარგლებში გამართულ ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, “საქართველოს უნივერსიადა 2026”-ის ფარგლებში, ქუჩის ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელშიც წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებული თავისუფალი აგრარული უნივერსიტეტის გუნდი გახდა, ხოლო მესამე ადგილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა.
ვულოცავთ ჩვენ გუნდს მიღწეულ შედეგს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ სპორტულ შეჯიბრებებში.
"საქართველოს უნივერსიადა 2026" სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...