გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

ცხადდება ვაკანსია საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე

18 ნოემბერი 2026

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი.

ძირითადი მოვალეობები

  • უნივერსიტეტში ერთიანი და გამართული საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტში არსებული სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოება;
  • შემოსული კორესპონდენციისა და შიდა დოკუმენტაციის აღრიცხვა და შესაბამისი ადრესატებისთვის გადაცემა;
  • დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, რექტორისა და კანცლერის ბრძანებების რეგისტრაცია და დაინტერესებული პირებისთვის გაცნობის უზრუნველყოფა;
  • ოქმების რეგისტრაცია და შესაბამის საქმეებში განთავსება;
  • ხელშეკრულებების აღრიცხვა;
  • უნივერსიტეტიდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ფოსტისთვის მომზადება;
  • საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტების არქივისთვის გადასაცემად მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • საქმისწარმოების ან საოფისე საქმიანობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარები

  • დოკუმენტებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

რას გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულების 50%-იან თანადაფინანსებას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • სტაბილურ სამუშაო პირობებს;
  • ხელმძღვანელობის მხარდაჭერას;
  • გუნდურ სამუშაო გარემოს;
  • უნივერსიტეტის სპორტული დარბაზით უფასოდ სარგებლობას.

სამუშაო პირობები

სამუშაო გრაფიკი: ხუთდღიანი სამუშაო კვირა, დღეში 8 სამუშაო საათი. შესვენება - 1 საათი.

ანაზღაურება: 1,300 ლარი, დარიცხული.

როგორ გამოვაგზავნოთ განაცხადი?

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: hr@sangu.edu.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 დეკემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომელთაც დამატებით ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების თარიღი.

პერსონალური მონაცემების დამუშავება

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, უნივერსიტეტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის

საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის

19 ნოემბერს, 17:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი „სამაგისტრო ნაშრომი: კვლევის დაგეგმვიდან საჯარო დაცვამდე...

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა