ქართულმა უნივერსიტეტმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ელჩს უმასპინძლა
დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ელჩი, ბატ
დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ელჩი, ბატონი გერტ-ჰაინრიხ არენსი და ანალიტიკოსი პოლიტიკურ საკითხებში ქალბატონი გაბრიელა სკულოვა. სტუმრებს უმასპინძლა ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
მეუფე იაკობმა ხაზი გაუსვა ეუთოს მისიის მნიშვნელობას საქართველოში და მადლობა გადაუხადა ელჩს მისი ნაყოფიერი საქმიანობისთვის.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
