ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი
2018 წლის 6 ნოემბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ენათმეცნიერების საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
2018 წლის 6 ნოემბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ენათმეცნიერების საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ სხდომაზე განსახილველად გამოიტანა სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ვარიანტი.
მოგვიანებით ამავე დარბაზში გაიმართა ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი. ბატონმა ვასილ ტროშინმა წაიკითხა მოხსენება: "ოთხენოვანი (ქართულ-ინგლისურ-რუსულ-სომხური) დიდი ელექტრონული ლექსიკონის მონაცემთა ბაზა (ლექსიკა-ფრაზეოლოგიზმები)".
სხდომებს ესწრებოდა ქართული უნივერსიტეტის ბაკალავრი, კონსერვატორიის სტუდენტი დუდი კვალიაშვილი, რომელმაც რამდენიმე მუსიკალური ნომერი შესთავაზა მსმენელს.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
