"შეიცან თავი შენი" - თათა ქუტიძე
მეოთხე წელია უნივერსიტეტის ფანჯრებთან იწყება ჩემი დილა და ცოტა არ იყოს თვითკმაყოფილების შეგრძნება მაქვს, დიდი ხნის წინ სწორი არჩევანი რომ გავაკეთე
„2015 წლიდან ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ... მეოთხე წელია მის ფანჯრებთან იწყება ჩემი დილა და ცოტა არ იყოს თვითკმაყოფილების შეგრძნება მაქვს, დიდი ხნის წინ სწორი არჩევანი რომ გავაკეთე. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ კი ვიტყვი, რომ ამ უნივერსიტეტში თავი უკვე გარკვეულწილად ამოვწურე. 2016 წელს თვითმმართველობის პრეზიდენტი გავხდი ხმათა უმრავლესობით და საკმაოდ საინტერესო გუნდთან ერთად ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ... უფრო მიმართულება პიარისკენ მქონდა აღებული, მინდოდა უნივერსიტეტი ისე გაეცნო საზოგადოებას, როგორიც რეალურად იყო და არა როგორი წარმოდგენაც ექმნებათ. სახალისო იყო ყოველი დღე და, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლო. შემდეგ იყო ჩინეთი. ჩინეთის მთავრობის გრანტი მოვიპოვე და ერთი წლით დავტოვე საქართველო, გადავსახლდი ჩინეთის ერთ-ერთ საკმაოდ მოდერნიზებულ ქალაქში და ვსწავლობდი საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, რაც, რა თქმა უნდა, დიდი მიღწევა იყო ამხელა კონკურენციის ფონზე. იქ გამგზავრებაზე ჩემი სპეციალობის ყველა სტუდენტი ოცნებობს და, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ რომ მე მერგო ეს ყველაფერი... ცალკე ცხოვრებამ კი ძალიან ბევრი რამ მასწავლა... მაგრამ ვიცი, რომ გასავლელი კიდე ბევრი მაქვს, ოცნება არ მჩვევია, თუმცა ძალიან მინდა, რადგან აზიური მიმართულება ავიღე, ჩინეთში გავიარო მაგისტრატურა... წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია, რადგან აქამდე მოვედი, თუნდაც იმ დიდი შრომის ხარჯზე, არც ეს დამრჩება აუხდენელი“.
მსგავსი სიახლეები
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
