ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი გოჩა სიჭინავა საქართველოს ჩემპიონია
2019 წლის 20 -24 მარტს მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა გოჩა სიჭინავამ.
2019 წლის 20 -24 მარტს მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა გოჩა სიჭინავამ, ბრწყინვალედ იასპარეზა. 20 მარტს ის გახდა გამარჯვებული 70 კილო კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ( მარცხენა ხელი), ხოლო მარჯვნა ხელში ვერცხლის მედალს დაეუფლა. 23 მარტს გამართულ ასპარეზობაზე იგი საქართველოს ჩემპიონი გახდა 70 კილოგრამიანთა კატეგორიაში ( მარცხენა ხელი), მარჯვენა მკლავით ორთაბრძოლაში კი ბრინჯაოს მედალი აიღო, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ბრწყინვალე ასპარეზობა, ოთხი მედალი ოთხ კატეგორიაში. ქართული უნივერსიტეტი ულოცავს გოჩა სიჭინავას ამ გამარჯვებას და უსურვებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
