საჯარო ლექცია:"ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის საკითხები"
23 აპრილი 2019
2019 წლის 23 აპრილს, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დიდი ქართველი ისტორიკოსის, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი სხდომა
2019 წლის 23 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დიდი ქართველი ისტორიკოსის, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოხსენება თემაზე: "ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის საკითხები" წაიკითხა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: პროფესორები ტარიელ ფუტკარაძე, ნიკო კვარაცხელია.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...