ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია
ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია2019 წლის 11 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. კონფერენციაში ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების გარდა მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა. მუშაობდა ორი სექცია (ხელმძღვანელები: პროფესორები ვახტანგ გურული და ტარიელ ფუტკარაძე).
მოხსენებები წაიკითხეს პროფესორებმა: ტარიელ ფუტკარაძემ, ვახტანგ გურულმა, დავით ბასიაშვილმა, გვანცა ბურდულმა, ალექსანდრა ლატარიამ, დურმიშხან ლაშხმა, ვალერი მოდებაძემ, ნინო სეფაშვილმა, გელა ქისტაურმა, ნინო შიოლაშვილმა, დავით ჭელიძემ, გურამ ჯოლიამ, თინათინ თურქიამ, ნომადი ბართაიამ, იამზე ვაშაკიძემ, მანანა ტაბიძემ, ბელა შავხელიშვილმა, ეკა დუღაშვილმა, მიხეილ ლაბაძემ, მაგდა ჭიქაბერიძემ, მაია ცერცვაძემ, ლევან ბებურიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
