"თურქეთის შუა შავიზღვისპირეთში მცხოვრებ ქართველურენოვან მუჰაჯირთა შთამომავლების სამეტყველო კოდები და განსახლების არეალი"
ორშაბათს, 30 სექტემბერს, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: "თურქეთის შუა შავიზღვისპირეთში მცხოვრებ ქართველურენოვან მუჰაჯირთა შთამომავლების სამეტყველო კოდები და განსახლების არეალი".ორშაბათს, 30 სექტემბერს, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: "თურქეთის შუა შავიზღვისპირეთში მცხოვრებ ქართველურენოვან მუჰაჯირთა შთამომავლების სამეტყველო კოდები და განსახლების არეალი".
მოხსენება დამუშავებულია ამა წლის 8-18 ივლისს, ქართველოლოგიის ცენტრის მიერ შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2018 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ ფარგლებში, თურქეთის შუა შავიზღვისპირეთში მოწყობილი პირველი მივლინების მასალათა საფუძველზე.
მოხსენება წაიკითხა ქართველოლოგიის ცენტრის ასოცირებულმა მკვლევარმა, ფილოლოგიის დოქტორმა მიხეილ ლაბაძემ. შემდგომ აზრი გამოთქვეს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, პროფესორებმა: ტარიელ ფუტკარაძემ, ლევან ბებურიშვილმა, ჯაბა მესხიშვილმა, ფილოლოგიის დოქტორმა სოფიო კეკუამ, ასევე დოქტორანტებმა, მაგისტრანტებმა და ბაკალავრებმა.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
