EAGT საერთაშორისო კონფერენციაზე მიღწეული წარმატებების და სიახლეების პრეზენტაცია
8 ოქტომბერს, ქართულ უნივერსიტეტში შედგა ფსიქოლოგიის დოქტორების, ევროპაში ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტების, პროფესორების დიმიტრი ნადირაშვილისა და თეა გოგოტიშვილის მიერ ბუდაპეშტში, გეშტალტთერაპევტთა EAGT საერთშორისო კონფერენციაზე მიღწეული წარმატებების და სიახლეების პრეზენტაცია.
2019 წლის 18-23 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა გეშტალტთერაპევტთა EAGT საერთშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს მოწინავე ფსიქოთერაპევტები ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ქართული უნივრტსიტეტის პროფესორებმა დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა, ბუდაპეშტის საერთაშორისო კონგრესზე თავიანთი საავტორო ლექცია-ვორქშოფი „კონფლიქტი "მე"-სა და ფონს შორის, სიმპტომები და პრევენცია (გულივერის კომპლექსის ფენომენი)“ წარმოადგინეს; პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი EAGT სამეცნიერო კვლევით კომიტეტში აირჩიეს, ხოლო პროფესორი თეა გოგოტიშვილი ევროპაში აკრედიტებულ ინსტიტუტთა შორის სამეცნიერო თანამშრომლობის კოორდინატორი გახდა.
ბუდაპეშტის საერთაშორისო კონფერენციაზე მიღწეული წამრატებები ქართული ფსიქოლოგიური სკოლის და ქართული უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია.
მსგავსი სიახლეები
დაჩი მხეიძე სტუდენტური მობილობით ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფება
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს უნივერსიადა 2026-ის ფარგლებში გამართულ ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
