საველე ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობა
22 ოქტომბერს, ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალვრო პროგრამის პირველი და მესამე კურსის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსის "საქართველოს არქეოლოგია" ფარგლებში მოეწყო გასვლითი, საველე ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობა22 ოქტომბერს, ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალვრო პროგრამის პირველი და მესამე კურსის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსის "საქართველოს არქეოლოგია" ფარგლებში მოეწყო გასვლითი, საველე ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობა (ლექტორი - არქეოლოგიის დოქტორი ნიკოლოზ მურღულია). საველე ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს შიდა ქართლის ძეგლები: წილკანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, ძალისის ანტიკური ხანის ნაქალაქარი, სამთავისის ტაძარი, გორის ციხე და უფლისციხის კომპლექსი. ძეგლების ვიზიტის დროს სტუდენტები გაეცნენ რომაულ სამშენებლო ტექნოლოგიებსა და ქალაქგეგმარების საკითხებს, ქრისტიანული ხუროთმოძღვრების განვითარების ეტაპებს, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო სისტემებს, ასევე, უშუალოდ ძეგლებზე გაეცნენ სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ფენების გამიჯვნის ნიუანსებსა და წესებს.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
