1 ნოემბერს, ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი, სადაც მონაწილეებს ინტერაქტიული ფორმის მეშვეობით მიეწოდათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ყრუ-უსინათლო ადამიანებთა პრობლემები, ევროკავშირის დონეზე საკანონმდებლო ჩარჩო ყრუ-უსინათლო ადამიანებთან მიმართებაში, ყრუ-უსინათლო ადამიანებთან ურთიერთქმედების სპეციფიკა.
1 ნოემბერს, ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი, სადაც მონაწილეებს ინტერაქტიული ფორმის მეშვეობით მიეწოდათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ყრუ-უსინათლო ადამიანებთა პრობლემები, ევროკავშირის დონეზე საკანონმდებლო ჩარჩო ყრუ-უსინათლო ადამიანებთან მიმართებაში, ყრუ-უსინათლო ადამიანებთან ურთიერთქმედების სპეციფიკა. სემინარი ჩატარდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პოლონური ფონდი Human Doc-ის პროექტის: "მხედველობა და სმენადაქვეითებული ადამიანების მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში" ფარგლებში. სემინარს უძღვებოდნენ ტრენერები: კამილა სკალსკა, მიხალ დრზევეკი, ლეილა და მაცაცო ხაჭაპურიძეები. დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...