მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
18 მარტი 2020
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის და FHS St.Gallen-ის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის და FHS St.Gallen-ის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეს შეთანხმება ორიენტირებულია უმეტესად სოციალური მუშაობის პროგრამებზე და მოიცავს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების გაცვლით სასწავლო პროგრამებში ჩართვას.
გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია კოლაბორაციული კვლევების ჩატარება.
ამ ეტაპზე კი SANGU და St. Gallen–ის უნივერსიტეტი ერთობლივ საგრანტო კონკურსში მონაწილეობენ – Movetia Project 2020-2022 “International Curriculum of Social Work and Social Change - a Alliance of Swiss and Eastern Universities"
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...