გაიცანით, ჩვენი კიდევ ერთი აქტიური და საამაყო სტუდენტი – სანდრო ბარნაბიშვილი
სანდრომ მაგისტრატურა შვეიცარიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაიარა. მიღებულ გამოცდილებას კი ახლა ჩვენც გვიზიარებს.სანდრომ მაგისტრატურა შვეიცარიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაიარა. მიღებულ გამოცდილებას კი ახლა ჩვენც გვიზიარებს.
რატომ SANGU და შემდეგ, რატომ შვეიცარია...
- SANGU-ში ჩაბარება პროფესორ – თემურ ზარქუას რჩევით გადავწყვიტე, რამაც საბოლოოდ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. შვეიცარიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი მრავალი წელია საუკეთესო სასწავლო დაწესებულებებში ირიცხება და მცდელობად ნამდვილად ღირდა.
პირველი დღე უნივერსიტეტში....
- როგორც ველოდი, პირველმა დღემ კამპუსის დათვალიერებაში და უცხო გარემოს გაცნობაში ჩაიარა.
მოლოდინები, რომლებიც გამართლდა....
- კურსის განმავლობაში მივიღე სიღრმისეული ცოდნა. შევიძინე პრაქტიკული გამოცდილება და საინტერესო ხალხთან ურთიერთობა შევძელი.
რა მომეწონა და რა არა...
- კარგადაა დაბალანსებული პრაქტიკული და თეორიული სასწავლო პროგრამა. უარყოფით მხარეს რაც შეეხება – კამპუსის გარეთ კომუნიკაცია ინგლისურად ჭირს.
უნარები, რომლითაც დავბრუნდი...
- საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება ჩემს სპეციალობაში, ასევე გავიუმჯობესე კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
შვეიცარიის როლი შენს განვითარებაში...
- ამჟამად, უფროსი ინჟინერის პოზიციაზე ვმუშაობ, მონაცემთა ანალიზისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს სწორედ წარსულში გადადგმული ამ ნაბიჯების შედეგია.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
