"აშშ– სა და ჩინეთს შორის მეტოქეობა მსოფლიო ჰეგემონობისათვის"
საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია - მეტოქეობა მსოფლიო ჰეგემონობისათვის
2020 წლის 30 ივნისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია: "აშშ-სა და ჩინეთს შორის მეტოქეობა მსოფლიო ჰეგემონობისათვის."
ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება მნიშვნელოვნად გამძაფრდა, პიკს მიაღწია ეკონომიკურმა კომფლიქტმაც. ჩინეთი ცდილობს დაფაროს აშშ-სთვის მსოფლიო ჰეგემონის სტატუსის წაართმევის სურვილი, მაგრამ მათი ამბიციური ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები ცხადყოფს, რომ საბოლოო მიზანი მსოფლიო ჰეგემონობის მოპოვებაა. აშშ მსოფლიოში თავისი ჰეგემონიის გასახანგრძლივებლად ყველაფერს აკეთებს. ღონისძიების მიზანი იმ ფაქტორების დადგენა იყო, რომლებიც ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონფლიქტის გამძაფრებას იწვევს.
კონფერენციაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. წარმოდგენილ მოხსენებებში იმსჯელეს გარდაუვალია თუ არა აშშ-სა და ჩინეთს შორის ომი და ბრძოლა გლობალური ლიდერობისთვის, გააანალიზეს აქვს თუ არა აშშ-ს ძალა და შესაძლებლობა მსოფლიოში ჩინეთის ბატონობის შესაჩერებლად.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი მოდებაძე.
მსგავსი სიახლეები
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
