სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრები წმიდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან!
SANGU-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის დანერგვის, ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების, სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მეცნიერების განვითარებისა და ქართული ჯარის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება.
თანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილი) ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებით:
- განათლების ხელშეწყობის მიზნით, აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასურის უნივერსიტეტის მხრიდან 50%-ით, ხოლო სამინისტროს მხრიდან 50%-ით (არაუმეტეს 1125 (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე) ლარის ოდენობით) თანადაფინანსება;
- 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტის მიერ, სტუდენტს დაენიშნება 125 (ას ოცდახუთი) ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია.
ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდება ყოველ მომდევნო სემესტრში, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში თოთოეულ სასწავლო კურსში არ იქნება 81 ქულაზე ნაკლები;
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სანგუს ეწვია
5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პა...
06 ოქტომბერი 2026
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
22 სექტემბერი 2026
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
02 სექტემბერი 2026
