„ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატია საქართველოში: ცივი ომიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე“
გამოქვეყნდა ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის მარიამ ხატიაშვილის მონოგრაფიაგამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, ამერიკისმცოდნეობის დოქტორის, სახალხო დიპლომატიის მკვლევრის მარიამ ხატიაშვილის მონოგრაფია „ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატია საქართველოში: ცივი ომიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე“. მონოგრაფია მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის სახალხო დიპლომატიის ადგილსა და როლზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაში და, ზოგადად, ცივი ომის პერიოდიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამ ურთიერთობის შედარებით სრულ სურათს გააცნობს. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებით არის დაინტერესებული. 2017 წელს მარიამ ხატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მკვლევართა გაცვლით პროგრამაში. მისი კვლევის სფერო ამერიკისმცოდნეობის დარგში ინტერდისციპლინურია და ძირითადად მოიცავს სახალხო დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის შესწავლას. მარიამი ამ მიმართულებით არის სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოცემულია როგორც საქართველოში, ასევე შეერთებულ შტატებში.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
