ევროკავშირის ქვეყნებიდან სამეცნიერო გრანტების მოძიების შესაძლებლობების შესახებ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა
2020 წლის 30 ნოემბერს, 14:00 საათზე წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის და საზოგადოებასთან და საერთაშორისო სამსახურის ორგანიზებით, პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო პერსონალისთვის გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნებიდან სამეცნიერო გრანტების მოძიების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრაზე სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ჯაბა მესხიშილმა ისაუბრა პორტალ "EURAXESS საქართველოს" შესახებ. პორტალზე რეგისტრაციის გავლით, უნივერსიტეტის თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსებსა და პროექტებში ყველა სამეცნიერო მიმართულებით, ექნებათ წვდომა ევრაქსესის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან კვლევით პროექტებზე, მათ შორის პროგრამა “Horizon 2020“-სა და მის ქვეპროგრამებზე.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.