22 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა არჩილ კალანდიამ, წაიკითხა საჯარო ლექცია: „საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები“.
22 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის "საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტისა" (სსკი) და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა არჩილ კალანდიამ, წაიკითხა საჯარო ლექცია: „საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები“.
ლექციის შემდეგ ბატონმა არჩილ კალანდიამ უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ მადლობა მოახსენა მომხსენებელს,საინტერესო ლექციისათვის და ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უნივერსიტეტებთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი დაჩი მხეიძე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს ბრნოს ტექნოლოგ...
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვ...