ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ცხადდება მიღება ქოუჩინგის მასტერკლასებზე
09 ნოემბერი 2018
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 2018 წლის 20 ნოემბრამდე გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია
ქოუჩინგი არის ადამიანის პოტენციალის აღმოჩენის ტექნოლოგია და მისი ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობა.
ქოუჩინგი ხელს შეუწყობს მონაწილეებს სწავლისა და თვითგანვითარების პროცესის გაცნობიერებაში, დახვეწაში, მიზნების სწორად დასახვაში, რესურსებისა და უნარების განვითარებაში, საკუთარი თავისა და სხვების მოტივაციის ამაღლებაში.
ქოუჩინგი ეხმარება მონაწილეს კრიატიული აზროვნების, ინოვაციურიობის გახსნაში, ახალი იდეების აღმოჩენაში, სისტემური აზროვნების ჩამოყალიბებაში, ეფექტურ კომუნიკაციაში, საკუთარი თავის, გუნდის და პროცესების სწორად მართვაში.
ტრენერი: მარიკა ხალიანი - ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საქართველოს ქოუჩინგის ასოციაციის თანა-დამფუძნებელი, კომპანია "აისივი კავკასუსის" თანა-დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველოში მენეჯმენტ კონსულტანთა ასოციაციის თანადამფუძნებელი.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 2018 წლის 20 ნოემბრამდე გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია:https://goo.gl/forms/TTfU2hJjE2NRJBSg1 იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...