კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული: 3-9 დეკემბერი
კვირეული მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს. მასში მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნიდან ჩართულია მილიონობით მოსწავლე და მასწავლებელი. კვირეული მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის - ადმირალ გრეის მიურეი ჰოპერის დაბადების დღეს.
გრეის ჰოპერი (Grace Hopper, 9.12.1906-1.01.1992) - ამერიკელი პროგრამისტი და საზღვაო ძალების ადმირალი. ჰოპერი იყო ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი და ამასთან, მანვე შექმნა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი უერთდებიან კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს და კვირეულის ფარგლებში გიწვევენ კოდირების ერთ საათსა და სხვა საინტერესო აქტივობებზე, რომლებსაც წარუძღვებიან პროფესიონალი პროგრამისტები და კომპიუტერული მეცნიერების წამყვანი სპეციალისტები.
აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებები და შემოგვიერთდით!
უნივერსიტეტის დათვალიერება:15:30-16:00
მეცადინეობები: 16:00-17:00, 17:00-18:00
ორშაბათი (3.12)
- ქართველი მოსწავლეები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე - გოჩა მანდარია (ნაკრების მწვრთნელი)
- კოდირების საათი - ოლიმპიელები (საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები)
- გამოსახულებათა კლასიფიკაცია ნეირონული ქსელების გამოყენებით (Image classification using Neural Networks) - ზაალ ძინძიბაძე (ორგანიზაცია MaxinAI)
სამშაბათი (4.12)
- ხელოვნური ინტელექტი - პაატა გოგიშვილი (SANGU)
- კოდირების საათი - ვებ-გვერდების შექმნა Bootstrap ბიბლიოთეკის ელემენტების გამოყენებით - ლუკა გორგაძე (დოქტორანტი)
ოთხშაბათი (5.12)
- გამოსახულებათა კლასიფიკაცია ნეირონული ქსელების გამოყენებით (Image classification using Neural Networks) - ზაალ ძინძიბაძე (ორგანიზაცია MaxinAI)
- კოდირების საათი - კობა გელაშვილი (SANGU)
- კომპიუტერული გრაფიკის ელემენტები -კახაბერ რევაზიშვილი (SANGU)
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
