სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში
თუ გსურთ გახდეთ საქართველოს პროკურატურის გუნდის წევრი, გიწვევთ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრაზე 7 თებერვალს, 12:00 საათზე
მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან, საქართველოს პროკურატურა სამართლის სტუდენტებისთვის აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს.
თუ გსურთ გახდეთ საქართველოს პროკურატურის გუნდის წევრი, გიწვევთ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 7 თებერვალს, 12:00 საათზე. წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები მოგაწვდიან ინფორმაციას სტაჟირების პროგრამასთან, საქართველოს პროკურატურის საქმიანობასა და პროკურორის პროფესიულ როლთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა დასვათ კითხვები კონკურსის პირობებთან დაკავშირებით.
ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 500-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორებისა და გამომძიებლების 50%-ზე მეტი სწორედ სტაჟირების გზით არის დასაქმებული, მათ შორის, საშუალო და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირები.
სტაჟირების კონკურსი მოტივირებული და დაინტერესებული პირებისათვის არის საუკეთესო შესაძლებლობა - დასაქმდეთ და განავითაროთ საკუთარი კარიერა საქართველოს პროკურატურაში.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
