ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
18 თებერვალი 2019
ასოცირებული პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე: ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (აფილირების პირობით).
ცხადდება ღია კონკურსი:
ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. (აფილირების პირობით)
ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. (აფილირების პირობით)
კონკურსის გამოცხადების ვადები:
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 21 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით, მისამართზე ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
კონკურსი ჩატარდეს (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2019 წლის 25 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2019 წლის 02 აპრილისა.
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 4 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესის ადმინისტრირებაში;
საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება;
ინგლისური და გერმანული ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
ინგლისურ და გერმანულ ენებზე ლექციების წაკითხვის შესაძლებლობა;
უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში მიღებული განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში.
ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით:
ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
კვლევები პოლიტიკურ კონფლიქტებზე, მათი ანალიზი;
სილაბუსები შემდეგ სასწავლო კურსებში: „პატარა ქვეყნები საერთაშორისო ურთიერთობებში“, „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია“, „პოლიტიკური იდეოლოგიები“.
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
ლექციების წაკითხვის შესაძლებლობა ინგლისურ ენაზე.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით); და სასწავლო მასალები:
შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
ინგლისური და/ან გერმანული ენის (მოთხოვნის შესაბამისად) ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
დამატებითი(სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...