კონფერენცია თემაზე "ძველი ქართული სამწიგნობრო კერები და სასულიერო მწერლობა"
2019 წლის 20 მარტს, 13:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება საქარათველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების კონფერენცია თემაზე ,,ძველი ქართული სამწიგნობრო კერები და სასულიერო მწერლობა“.2019 წლის 20 მარტს, 13:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება საქარათველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების კონფერენცია თემაზე ,,ძველი ქართული სამწიგნობრო კერები და სასულიერო მწერლობა“.
კონფერენცია მიზანად ისახავს სტუდენტების დაახლოებას სამეცნიერო - კვლევით ცენტრთან და მომავალში ცენტრის კვლევით პროექტებში მათ მონაწილეობას.
კონფერენციასთან დაკავშირებით ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება რამდენიმე გამორჩეული ქართული ხელნაწერი: ვანის ოთხთავი (XII-XIIIსს) თამარ მეფის დაკვეთით კონსტანტინეპოლში გადაწერილი სახარება), მიქაელ მოდრეკილის იადგარი (X-ს შატბერში გადაწერილი ჰიმნოგრაფიული ხელნაწერი), კალის ლექციონარი ( X ს. ლიტურგიკული ხელნაწერი) თავაქარაშვილსეული ვეფხისტყაოსანი ლევან დადიანის დაკვეთით გადაწერილი XVII ს.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ცენტრში დაცული ხელნაწერი კოლექციის ვიდეოინსტალაციის ჩვენება.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
