საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში 2019
ქართული უნივერსიტეტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“-ს ორგანიზებით 5 მაისს, 10:00 საათზე, ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში.

ქართული უნივერსიტეტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“-ს ორგანიზებით 5 მაისს, 10:00 საათზე, ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში.
ჩემპიონატის მიზნებია:
- ინფორმატიკაში განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების იდენტიფიკაცია და მათი სტიმულირება;
- ინფორმატიკით დაინტერესებული სტუდენტებისა და მაღალი კლასების მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოება, მოსწავლეებისთვის სწორი სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება;
- სკოლებისა და უნივერსიტეტების გააქტიურება და სტიმულირება ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად.
ჩემპიონატს აქვს ერთადერთი ასაკობრივი კატეგორია და ორი ეტაპი:
- 5 მაისი - ონლაინ ტური, რომლის მიზანია დასკვნითი ტურისათვის მონაწილეების შერჩევა (geochampion.ge)
- 19 მაისი - დასკვნითი ტური დასწრებული შეჯიბრია და ჩატარდება ქართულ უნივერსიტეტში. დასკვნით ტურში მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ ტურის გამარჯვებულები. დასკვნითი ტურის შედეგების მიხედვით განისაზღვრება გამარჯვებულები და შედგება მათი დაჯილდოვების ცერემონია. ჩემპიონატი ტარდება მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადის ანალოგიური ფორმატით - ყოველ ტურში 3 ამოცანა და დრო - 5 სთ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, მოსწავლეებს და ნებისმიერი სხვა სტატუსის მქონე ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 21 წელი.
ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, 3 მაისის 18:00 საათამდე, დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე: geochampion.ge
ჩემპიონატში მონაწილეობა უფასოა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: geochampion21@gmail.com; coding@sangu.edu.ge
ტელ.: 295 45 75; 225 00 77;
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია: „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი"
9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში Universitas Mercatorum-ის ლექტორი მარია მენშიკოვა გამართავს საჯარო ლექციას თემაზე:...
07 ოქტომბერი 2026
შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენლებთან
13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგე...
07 ოქტომბერი 2026
WELCOME PARTY 2026
2026 წლის 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, რესტორან „ოტიუმში“ გაიმართება პირველკურსელთა წვეულება WELCOME PARTY.
29 სექტემბერი 2026
