თამარ ჯაფოშვილის სადოქტორო დისერტაციის დაცვა
2019 წლის 27 მაისს, 16:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა.
2019 წლის 27 მაისს, 16:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტი თამარ ჯაფოშვილი დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „ბორის აკუნინის რომანების („აზაზელი“, „პიკის ვალეტი“) მხატვრულ-სტილისტურ თავისებურებათა ქართულ თარგმანში გადმოტანის პრობლემა“.
სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ირინე კაპანაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ოფიციალური შემფასებლები: ტატიანა ჭეიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი; რუსუდან ჭანტურიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
