შეხვედრა მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებთან
2019 წლის 26 ივნისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებთან.
2019 წლის 26 ივნისს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე პროგრამის „ასწავლე საქართველოსათვის“ ფარგლებში საუბარი იქნება მასში ჩართვისა და მასწავლებლის სტატუსით სწავლების შესაძლებლობებზე. გთხოვთ, მობრძანდეთ ისტორიისა და ფილოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
P.S. როგორც შეგვატყობინეს იგეგმება გარკვეული სიახლეები პროგრამაში „ასწავლე საქართველოსათვის“.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
